logo_geo
eng_logo
ჯემალ ჭკუასელი: ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის გადადებული კაცია!
- +

30 მაისი. 2016. 14:15


ჯემალ ჭკუასელი „კვირის პალიტრასთან" ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ძალიან კარგად ერკვევა ქართულ ფოლკლორში.


„ნამდვილად მოსწონს ჩვენი ანსამბლი ბატონ ბიძინას! გენიოსი კაცია, სასწაული პიროვნება! თავისი ქვეყნისთვის გადადებული და მოყვარული! მახსოვს, მითხრა: პარიზში თქვენი 24 კონცერტიდან 22-ს დავესწარიო... ძალიან უყვარს და კარგად ერკვევა ქართულ ფოლკლორში. ჩვენი ერთ-ერთი ურთულესი დადგმა ისე გაარჩია, ვუთხარი: ბატონო ბიძინა, ასე მგონია, თქვენი დადგმულია, იმდენად კარგად გაიგეთ-მეთქი... სუფრასთანაც შევხვდით ერთმანეთს. ის ძალიან კომუნიკაბელურია. თითით საჩვენებელი, უმშვენიერესი ოჯახი აქვს. გვიმრავლოს ღმერთმა საქართველოში ასეთი ხალხი!" - აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner