ნახალოვკაში, ცხრა ძმის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე მეხანძრეების ერთი ეკიპაჟი გავიდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.