logo_geo
eng_logo
თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

24 მაისი. 2019. 11:37

 

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული  ა.ა. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს,  ქურდობისთვის  ნასამართლევმა ა.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეაღწიეს ქ.ახალციხეში მცხოვრებ გ.ფ-ს ბინაში, რომელსაც შეუკრეს ხელ-ფეხი, სცემეს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს  400 ლარი.  

 

სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 19 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის,  ბინაში უკანონო შეღწევით) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ა.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner