logo_geo
eng_logo
ერაყში მადრიდის „რეალის“ 12 გულშემატკივარი ჩაცხრილეს
- +

30 მაისი. 2016. 14:18


ესპანური საინფორმაციო სააგენტო AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 ტერორისტის თავდასხმის შედეგად მადრიდის „რეალის" სულ მცირე 12 გულშემატკივარი დაიღუპა.


შემთხვევა უეფ-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის, მადრიდის „რეალის"  და მადრიდის „ატლეტიკოს" თამაშის დროს მოხდა. დამნაშავეებმა მიმალვა მოახერხეს.


ერაყის მთავრობის განცხადებით, განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკებს" ეკისრებათ.



13 მაისს ერაყის ქალაქ ბალადში ანალოგიური ტერაქტი განხორციელდა. ფეხბურთის მატჩის ტრანსლაციის დროს „სამეფო კლუბის" 16 გულშემატკივარი დაცხრილეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner