logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
- +

24 მაისი. 2019. 15:27

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი კონსერვატორთა პარტიის თავმჯდომარის  პოსტს 7 ივნისს დატოვებს. პარტიის ლიდერის არჩევნები მისი წასვლიდან ერთ კვირაში მოხდება. ტერეზა მეის დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, როგორც კი პარტიის ახალ ლიდერს აირჩევენ.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ვერ შეძლო „ბრექსიტზე“ მხარდაჭერის მოპოვება. მეიმ გამოსვლა კონსერვატიული პარტიის ლიდერობიდან წასვლის შესახებ ემოციურად დაასრულა.

 

 „ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება, მემსახურა ჩემი საყვარელი ქვეყნისთვის“, -განაცხადა ტერეზა მეიმ. პრემიერს ცრემლები წამოუვიდა, მკვეთრად შებრუნდა და პრემიერის რეზიდენციის კარს მიღმა გაუჩინარდა.

 

ბრიტანეთის მედიაში ტერეზა მეის პოსტიდან წასვლაზე ინფორმაცია  22 მაისს გაჩნდა, თუმცა,  საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ 3 ივნისს, როცა ბრიტანეთს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვევა, ბრიტანეთის პრემიერი ჯერ ისევ ტერეზა მეი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner