logo_geo
eng_logo
თბილისს განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ შეემატება
- +

30 მაისი. 2016. 14:34


28 მაისს საერთაშორისო სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის" პროექტი „მწვანე ალმასის" პრეზენტაცია გაიმართა. ახალი სამშენებლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 115 მილიონ დოლარს შეადგენს. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტის" მშენებლობის წარმატებით დასრულება.



„პროექტ „მწვანე ბუდაპეშტზე" 2014 წლიდან ვმუშაობთ. ჩვენი სლოგანია „იცხოვრე ბუნებასთან ახლოს". ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს, იცხოვრონ კომფორტულად საქართველოს მოქალაქეებმა. გვჯერა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას და ასევე გააღრმავებს ურთიერთობებს საქართველოსა და თურქეთს შორის.

 

ჩვენ განვაგრძობთ პროექტის განვითარებას საქართველოში, ჩვენ გვიყვარს საქართველო!" - განაცხადა „მაქრო ქონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარაერმა.



„მინდა აღვნიშნო, რომ 2013 წლიდან ამ კომპანიამ 70 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო, დეველოპერული პროექტების განვითარების კუთხით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი სამომავლო გეგმებიერთ-ერთი მათგანი სწორედ „მწვანე ალმასი" გახლავთ. ეს პროექტი ნამდვილად ახალი ნაბიჯია  დეველოპერული კუთხით ჩვენს განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.


 

„ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი პროექტია. ეს არის ადგილი, სადაც  გაერთიანდება როგორც საცხოვრებელი კომპლექსი, ასევე საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტული მოედნები და აუზები. დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივი იქნება საცხოვრებლად ეს ადგილი", -განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner