logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: უნდა შეიქმნას ახალი საგარეო კურსი
- +

30 მაისი. 2016. 14:35


„ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე  რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. ბაღათურიას განცხადებით, რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას,სომხურ დიასპორას ოფიციალურად შეხვდა, ასევე ვიზიტის ფარგლებში რუს პოლიტიკოსებთან არაფორმალური შეხვედრები გაიმართა. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საგარეო კურსი და სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება.


„შედეგიანი ვიზიტი იყო. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ საქართველომ კურსი უნდა შეიცვალოს. რუსეთში მცხოვრებ ქართულ და სომხურ დიასპორებს შევხვდი. ორ მთავარ თემაზე ვისაუბრეთ. პირველი- ახალი საგარეო კურსი უნდა  შეიქმნას, რომელიც ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორების აღდგენას და მეორე- სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს მხრიდან. ამ ორ საკითხს მხარს უჭერენ რუსეთში მცხოვრები ქართველები. რუს კოლეგებს არაფორმალურად შევხვდი და გვქონდა დიალოგი", - განაცხადა ბაღათურიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner