logo_geo
eng_logo
გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა
- +

24 მაისი. 2019. 18:19

 

 

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. გიორგი მიქაუტაძის უვადოდ დანიშვნას იუსტიციის საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა მხარი.

 

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა, თუმცა საქალაქო სასამართლოში დატოვა.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარენკომ და რევაზ ნადარაიამ კანდიდატურები მოხსნეს.

 

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატების დანიშვნა-გადანიშვნის კენჭისყრა მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner