24 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოში მალაიზიის ელჩს რაჯა რეზას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის, ინვესტიციებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს.
გენადი არველაძემ მალაიზიის მხარე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალს, როგორიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO) და სხვ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მალაიზიიდან ბიზნეს მისიების ვიზიტისა და ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩატარების საკითხები.