დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ემოციები ვერ შეიკავა და ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. მისი ტირილის ამსახველი ვიდეო კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
"მე ვიყავი ამ ქვეყნის მეორე ქალი პრემიერმინისტრი და არა უკანასკნელი, მიყვარს ეს ქვეყანა", - თქვა მეიმ.
დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.
Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.