საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა.
მუსიკოსი საქართველოს ახალი ალბომით „ანლიმითიდ – ლაივ 2019“ (UNLIMITED –LIVE 2019) ესტუმრება.
ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. მის ახალ ალბომში Unlimited – Greatest Hits შესულია ცოტა ხნის წინ არანჟირებული ნაწარმოებები.
ბილეთების გაყიდვა 23 მაისს 20:00 საათზე დაიწყo, ფასი 80-დან 250-ლარამდეა.