ავტორი თამუნა მარშანიშვილი
ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი გრანდიოზული პრემიერისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამის ,,სამოსელი პირველის" ნახვა მაყურებელს 31 მაისსა და 1 ივნისს შეეძლება.
"პირველ რიგში ძალიან გამიხარდა, რომ ვიღებ მონაწილეობას ამ მართლაც ისტორიულ პროექტში. რა უნდა უნდოდეს არტისტს მეტი?! ოპერის განახლებული თეატრი, შესანიშნავი მუსიკა, არაჩვეულებრივი მსახიობები და რა თქმა უნდა ლეგენდარული გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი".
ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ტრამპლინი და ვფიქრობ, რომ ძალიან გამომადგება აქ ყოფნა პირად კარიერაში. ამ სპექტაკლში მე ვთამაშობ სამ როლს. პირველი ეს არის ერთ-ერთი მთავარი როლი- ალექსანდრო, რომელიც თამაშობს გიჟს, თუმცა სინამდვილეში სულაც არ არის გიჟი. ძალიან საინტერესოდ მოსარგები როლია, ასევე ვთამაშობ ჟოაუ აბადოს და კოჭლ ყმას, რომელიც ერთ-ერთი აღმზრდელია დომენიკოსი.
ერთი სული მაქვს, როდის იქნება პრემიერა, ვფიქრობ, მაყურებელს შთამბეჭდავი სანახაობა ელოდება და ვისაც აქვს საშუალება ნამდვილად არ უნდა გამოტოვონ ეს სოაცარი დღეები და წლის ყველაზე გრანდიოზულ მოვლენა", - განაცხადა მსახიობმა ემონდ მინაშვილმა.