logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა
- +

25 მაისი. 2019. 12:39

 

„დავითგარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა და ადგილზე ჩავალ“,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ  „პირველ არხს“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ინფორმაცია უკვე დადასტურებულია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ სამუშაოები უნდა შეწყვეტილიყო, დღეს მაცნობეს, რომ მიიყვანეს კლდის სანგრევი დამატებითი ტექნიკა და სამუშაოები განახლდა. ვაპირებ ადგილზე ჩასვლას. დაახლოებით 13:30 საათზე იქ ვიქნები“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

გუშინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა და აზერბაიჯანის მხარეს გზის სამშენებლო ტექნიკა უნდა გაეყვანა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner