logo_geo
eng_logo
დავით ბერძენიშვილი: უცნაური დაახლოებაა პროკურატურასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ შორის
- +

26 თებერვალი. 2016. 14:04



„რესპუბლიკელების" წევრის დავით ბერძენიშვილიგანცხადებით, პროკურატურასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შორის მოულოდნელი და უცნაური დაახლოება შეიმჩნევა.


 

საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ" პროკურატურას მიმართა და ერთ საათში პროკურატურა გამოეხმაურა. რაღაცა მოულოდნელი და უცნაური დაახლოებაა პროკურატურსა და საერთაშორისო გამჭვირვალობის". ეს სერიოზული არ არის. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ძალიან სწრაფად და ოპერატიულად შეისწავლის. მგონია, რომ საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური იქნებოდა, მაგრამ ეს მათი საქმეა. პროკრატურა უნებურად არ უნდა იქცეს პოლიტიკური კამპანიის შემადგენელ ნაწილად.

საქართველოს მთავარ პროკურორსა და მთავარ პროკურატურას სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან თოფაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებით გამოდის.

ხელისუფლებიდან გაგდებული ბრეგაძე თავდაცვის მინისტრის მიმართ უხამსი ბრალდებებით გამოდის. ასვე, არჩევნებში დამარცხებული ირმა ინაშვილი ბრალდებებით გამოდის და თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ეს ყველაფერი ნებსით თუ უნებლიე, საქართველოს პროდასავლური კურსის ინტერესებს არ ემსახურება. ვიღაცა ამას შეგნებულად აკეთებს, ვიღაცა - გამოუცდელობით", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.



ბერძენიშვილმა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მოუწოდა, ხიდაშელთან დაკავშირებულ თემებს ოპერატიულად ძალიან მკაფიო პასუხი გასცეს და მისდა უნებურად პოლიტიკური თამაშების მონაწილედ არ იქცეს.



პროკურატურამ საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თაობაზე საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner