logo_geo
eng_logo
კახა კალაძე დავითგარეჯთან დაკავშირებით: დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში ისეთ შედეგს მივიღებთ, რომელიც ჩვენთვის იქნება მნიშვნელოვანი
- +

25 მაისი. 2019. 13:57

 

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დავითგარეჯში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვან შედეგს იქონიებს კომისია, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზეა შექმნილი. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ საკითხზე კითხვები არავის დარჩეს.

 

„პრობლემა აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული. კომისია, რომელიც შეიქმნა, დარწმუნებული ვარ, შედეგს მიიღებს და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პრობლემასთან და ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია, ყველაფერი ისე უნდა დავასრულოთ, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. რაც შეეხება აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ ბევრ სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებაში და სფეროებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც ჩვენთვის იქნება მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner