იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის შედეგად თანამდებობაზე გამწესებული სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების სია გამოაქვეყნა. 32 არჩეული მოსამართლიდან 29 უვადოდ დაინიშნა.
უვადოდ გამწესებული მოსამართლეები შემდეგ თანამდებობებზე დაინიშნენ: ხატია არდაზიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ნინო ყანჩაველი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; დავით ახალბედაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; მიხეილ გოგიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბესიკ ბუგიანიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; ვახტანგ მრელაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; პაატა სილაგაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია; ლერი თედორაძე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; ნიკოლოზ მარსაგიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; გიორგი მიქაუტაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ზაზა მარტიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ბესარიონ ტაბაღუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ელისო ტუკვაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; გიორგი არევაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; ეკატერინე გაბრიჩიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; ლიანა ორკოდაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; ჯუმბერ ბეჟანიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; კობა გოცირიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში; ნიკოლოზ მარგველაშვილი – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; მარიკა ჩიტაშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლო; დავით კეკენაძე – გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო; ირაკლი აბშილავა – ზუგდიდის რაიონული სასამართლო; მარინე ცერცვაძე – თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალიტეტში; ეკატერინე პართენიშვილი – მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ხათუნა ნადიბაიძე – მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; მამუკა ნოზაძე – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ლეილა გურგუჩიანი – ცაგერის რაიონული სასამართლო; როინ კახიძე – სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში; ნაირა გიგიტაშვილი – ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში.
რაც შეეხება 32 არჩეულიდან დანარჩენ სამ მოსამართლეს, ესენი არიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელები და ისინი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდნენ თანამდებობებზე, კერძოდ: ლელა ჭინჭარაული – ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ფატი ფურცხვანიძე – ზუგდიდის რაიონული სასამართლო, ალექსანდრე ლომიძე – სიღნაღის რაიონული სასამართლო.
კონკურსის შედეგების მიხედვით 11 თანამდებობა ვაკანტური დარჩა, რადგან კანდიდატებმა ვერც პირველ და ვერც მეორე ტურში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.
კონკურსი 43 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. 69 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე 32 კანდიდატი გამწესდა.