ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად იაპონიას ეწვია. ტრამპი ტოკიოში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას იაპონიის ახალ იმპერატორთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
ვიზიტის ბოლოს დონალდ ტრამპი იაპონიაში არსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზასაც ეწვევა.