logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: იდღეგრძელოს ილო კევლიშვილმა, ნახევარსაუკუნოვანი სიყვარულით და ერთგულებით სავსე მეგობარმა და თანამებრძოლმა
- +

25 მაისი. 2019. 20:08

 

დღეს ილია (ილო) კევლიშვილის დაბიდუბია.

 

„ძველი“ დროის ერთერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი, რადიოწამყვანი. 76 წლის გახდა.

 

საქართველოს რადოს ობიექტურ ისტორიას თუ ვინმე დაწერს, ყველაზე მინიმუმ - ყველა დროის ათ საუკეთესო ჟურნალისტის სიაში უნდა შეიყვანოს ეს უმაღლესი რანგის პროფესიონალი.

 

80-იანი წლების საქტელერადიოს კოლექტივის პროფკავშირული ლიდერი, ხმალამოწვდილი მებრძოლი - კოლეგების ინტერესების დამცველი (გარეთ, თორემ შიგ პრობლემა არ არსებობდა).

 

ქართველმა კომპოზიტორებმა კი მას დიდი მადლობა უნდა უთხრან, რამეთუ მისი კარგი გემოვნება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა რადიოაუდიტორიაზე, რომელიც ასეულ ათასობით მსმენელს იტევდა, განსაკუთრებით კი -ახალგაზრდობას.

 

იდღეგრძელოს ილო კევლიშვილმა, ნახევარსაუკუნოვანი სიყვარულით და ერთგულებით სავსე მეგობარმა და თანამებრძოლმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner