ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს ილია (ილო) კევლიშვილის დაბიდუბია.
„ძველი“ დროის ერთერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი, რადიოწამყვანი. 76 წლის გახდა.
საქართველოს რადოს ობიექტურ ისტორიას თუ ვინმე დაწერს, ყველაზე მინიმუმ - ყველა დროის ათ საუკეთესო ჟურნალისტის სიაში უნდა შეიყვანოს ეს უმაღლესი რანგის პროფესიონალი.
80-იანი წლების საქტელერადიოს კოლექტივის პროფკავშირული ლიდერი, ხმალამოწვდილი მებრძოლი - კოლეგების ინტერესების დამცველი (გარეთ, თორემ შიგ პრობლემა არ არსებობდა).
ქართველმა კომპოზიტორებმა კი მას დიდი მადლობა უნდა უთხრან, რამეთუ მისი კარგი გემოვნება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა რადიოაუდიტორიაზე, რომელიც ასეულ ათასობით მსმენელს იტევდა, განსაკუთრებით კი -ახალგაზრდობას.
იდღეგრძელოს ილო კევლიშვილმა, ნახევარსაუკუნოვანი სიყვარულით და ერთგულებით სავსე მეგობარმა და თანამებრძოლმა.