logo_geo
eng_logo
ნოე ჟორდანიას „ჩემი წარსული“: დამოუკიდებლობის აქტის შედგენა…
- +

25 მაისი. 2019. 20:41

 

„სეიმის ჩვენმა ფრაქციამ ერთხმათ მიიღო (ე.ი დამოუკიდებლობის საკითხი). მოვიწვიე სომხები ცალკე და გავაცანი მდგომარეობა. აგარნიანმა თფილი სიტყვით მომმართა (...) ეგრევე საკითხი დაისვა ნაციონალურ საბჭოში, რომელსაც უნდა მოემზადებია მისი განხორციელება შემდეგ სეიმის დაშლისა. საჭირო იყო დამოუკიდებლობის აქტის შედგენა და მიღება საბჭოში. გამოვყევით კომისია ჩემთან ერთად სამუშაოთ ამ საკითხში. მე ვთხოვე კომისიის წევრს გ. გვაზავას შეედგინა პროექტი, როგორც იურისტს და მოეტანა ჩემთვის. მან შეადგინა, წავიკითხე, გავოცდი. სწორ, ნაციონალურ დებულებათა გვერდით იყო წამოყენებული სოციალური რეფორმების დებულებანი: 8 საათის სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხ. მე ასეთი მუხლები ჩავთვალე უადგილოთ. საჭირო იყო ერთი ყველა ქართველისათვის მისაღები ნაციონალური პლატფორმა, საიდანაც უნდა გამოირიცხოს ყველა გამთიშველი ელემენტები.

 

ამ აზრის თანახმად შევასწორე პროექტი, ამოვაგდე იქიდან ყველა კლასიკური ხასიათის მუხლები, დავტოვე შესწორებით მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური ხასიათის. ასე შესწორებული წაუკითხე კომისიას. გიორგის ხმა არ ამოუღია, მასზე დავინახე განცვიფრების და კმაყოფილების ბეჭედი. ალბათ ფიქრობდა - ეს საციმბირო რევოლუციონერი ჩემზე უფრო ზომიერი აღმოჩნდაო. არ გაემტყუნება, რას გვიცნობდა. ამ ნაირათ დეკლარაცია შემუშავდა, რაიცა მე წავიკითხე 26 მაისს და გადაიქცა ჩვენი თავისუფლების ძირითად ხარტიათ.

 

იშვა 26 მაისი. იშვა ერთი მთლიანი ქართველი ერი (...)“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner