ეს ლექსი კონსტანტინე გამსახურდიამ, მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების თბილისის მშვენებას - თინათინ ჯიქიას მიუძღვნა და პასუხმაც არ დააყოვნა.
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს, შენ სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას…
თინათინ ჯიქიას პასუხი:
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.
ისევ ცისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ...