logo_geo
eng_logo
ამბროლაურში ხვალ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
- +

25 მაისი. 2019. 22:03

 

ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ამბროლაურში, „გააზიარე ცოდნა“-ს კონცეფციის ფარგლებში 26 მაისისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები 10.00 საათზე დაიწყება. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ პავილიონებში  ინოვაციურ შემეცნებით კუთხეს, ვირტუალურ ლაბორატორიას, თანამედროვე გამომგონებლებისა და მეცნიერების გაცნობის კუთხეს, ასევე ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას  12.00 საათისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძეც დაათვალიერებენ.

 

მთელი დღის განმავლობაში ამბროლაურში ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართება სხვადასხვა სახის მასტერკლასები და ვორქშოფები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ ქართველი სტარტაპერები და მათი პროდუქცია. ასევე დაგეგმილია ლექცია/სემინარები სხვადასხვა თემაზე. პარალელურად, მიმდებარე ცენტრალურ ქუჩებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თაოსნობით სხვადასხვა გასართობი და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.

 

ტრადიციულად, 17:10 საათზე ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში განხორციელდება. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ ადგილობრივი ანსამბლები და ასევე  ჯგუფი Friend-Si. 26 მაისის ღონისძიებები ჰელიუმის ბუშტების ცაში გაშვებით და კონცერტით დასრულდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner