logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თბილისში იყრის
- +

30 მაისი. 2016. 15:02


საქართველოს პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში არა მთიანეთში, არამედ თბილისში იყრის კენჭს. რადგანაც, მისი განცხადებით, რეგიონში დეპუტატად ყოფნა დიდ დროის მოითხოვს.



მეჭიაურმა არც ის ფაქტი გამორიცხა, რომ მან შესაძლოა ითანამშრომლოს როგორც  „მრეწველთა პარტიასთან", ასევე „პატრიოტთა ალიანსთან" და სანდრო ბრეგაძესთანაც. 



ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც პოლიტიკოსებთან ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან. ეს კონსულტაციები არ დამთავრებულა და მაქსიმუმ 2 კვირაში ეს ყველაფერი მიიღებს საბოლოო სახეს და შემდეგ მას  მოსახლეობასაც გავაცნობთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას პირველ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა დველოდებით მოვლენების განვითარებას და არაფერს გამოვრიცხავთ", - განაცხადა მეჭიაურმა და დასძინა, რომ „პატრიოთა ალიანსთან", „მრეწველთა პარტიასთან" და სანდრო ბრეგაძესთან თანამშრომლობა გამორიცხული არ არის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner