logo_geo
eng_logo
რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება
- +

25 მაისი. 2019. 23:07

 

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომლები საინტერესო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შემდეგ განცხადებას აქვეყნებენ - მარიხუანას მოხმარება უარყოფითად აისახება მოძრაობით ფუნქციებზე, მუშა მეხსიერებასა და გადაწყვეტილებათა მიღების უნარზე. კანაფის ზემოქმედებით ქვეითდება მეხსიერების ფუნქცია, აზროვნებითი აქტივობა. მისი ხანგრძლივად მოხმარება არღვევს ტვინის ფუნქციობას, ზრდის ქცევითი დამოკიდებულების რისკს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას, ასევე სიმსივნის ზოგიერთი სახეობის აღმოცენებასაც განაპირობებს.

 

კიდევ უფრო საშიშია მარიხუანასთან თამბაქოს შერევა, რასაც ბევრ ქვეყანაში მიმართავენ. ეს მიდგომა განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში (გამოკითხულ რესპონდენტთა 91 %), სტატისტიკით მეორე ადგილზეა ავსტრალია (51 %), შემდგომ ახალი ზელანდია (21%). კანადაში გამოკითხულთა მხოლოდ 16 % ურევს მარიხუანასა და თამბაქოს, აშშ-ში - 4 %, მექსიკასა და ბრაზილიაში კი დაახლოებით -7 %.

 

შერევას მომხმარებლები, ჩვეულებრივ, მიმართავენ ფულის ეკონომიის მიზნით და ასევე იმის გამო, რომ თამბაქო აძლიერებს მარიხუანას ეფექტს. გაითვალისწინეთ, დასახელებული ნარევი კიდევ უფრო აჩქარებს მიჩვევას და რაც მთავარია, ზრდის მავნე ეფექტებისა და საშიშ დაავადებათა განვითარების რისკს - აცხადებენ სპეციალისტები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner