ჩვენი ენერგეტიკული ველის ურთიერთობას გარშემო მყოფთა ველებთან ქვეცნობიერად ვგრძნობთ და მათზე განწყობით ან ფიზიკური ცვლილებებით ვრეაგირებთ. ადამიანებს შორის ენერგიის გაცვლა ძილშიც კი ხდება.
თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, დისკომფორტს განიცდით ან ღიზიანდებით, ესე იგი, ეს პიროვნება თქვენგან ენერგიას „იწოვს“ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნით გარკვეულ პრობლემებს.
ბიოენერგია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მძიმე ავადმყოფობის დროს მას ვკარგავთ და ამიტომ მისი აღდგენა აუცილებელია. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაბრაზება, გაღიზიანება, სიძუნწე, ეჭვიანობა, დანაშაულის შეგრძნება და ასე შემდეგ. ენერგეტიკულ ველში სწორედ ამ მიზეზებით იქმნება „ხვრელები“, საიდანაც ძალა გამოედინება.
დაკარგული ენერგიის შევსება კი ნათესავების, ახლობლებისა და გარემოცვის ხარჯზე ხდება.
მშვიდ, მხიარულ ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ და მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირები სწორედ მათ ირჩევენ სამიზნედ და ცდილობენ, მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანონ, გააბრაზონ და ემოციებთან ერთად, ენერგიის დიდი ნაწილი წაართვან. ჩხუბი ყველაზე ადვილი საშუალებაა, რომ ადამიანისგან სასიცოცხლო ენერგია „გამოქაჩო“.დავის შემდეგ გამანადგურებელი გამოცარიელება იმ ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ თავის „საკვებად“ წაიღო.
მსხვერპლად ან ენერგოვამპირად რომ არ იქცეთ, აუცილებელია, საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი აკონტროლოთ, დროდადრო შეავსოთ ის და სწორად მართოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ დადებითი, პოზიტიური ემოციებით.
ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა შესაძლებელია იოგის, რელაქსაციის, მედიტაციისა და ლოცვის საშუალებით. ენერგეტიკული დამუხტვა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვასაც. აგრეთვე, კარგია ბალახზე ფეხშიშველი სიარული, გამდინარე წყლის ან ცეცხლის დიდხანს ყურება, სეირნობა ბუნებაში, საღამოს, ძილის წინ კონტრასტული შხაპი და მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა.
გათვალვა კი შესაძლოა, სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. გათვალვის ფუძე ენერგეტიკაში უნდა ვეძებოთ. საკმარისია ავი მზერა, რომ ადამიანი იღებს თვალს, მაგრამ სინამდვილეში თვალი, როგორც ორგანო, არაფერ შუაშია.
ადამიანის შინაგანი ბიოენერგია კიდურების საშუალებით გამოსხივდება, მაგრამ ყველაზე ძლიერად, ის თვალის საშუალებით მოქმედებს. ამ დროს თვალებში გამტარების ფუნქციას ასრულებს, მინიმალური დანაკარგებით გამოასხივებს დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ენერგიის კონცენტრირებულ სხივებს.
შინაგანი განწყობა მოდულირდება ენერგეტიკულ დამცავ გარსზე და გავლენას ახდენს აურაზე, აბჯარში ჩნდება ნახვრეტები, რომლებიც საერთო ენერგეტიკულ ველსაც არღვევს და უარყოფითი ენერგეტიკული ველი ორგანიზმამდე აღწევს. ამ არხებით კი კარგად სარგებლობენ ენერგოვამპირები. ისინი ორგანიზმიდან ან მისი ცალკეული ორგანოებიდან ენერგიას ქაჩავენ. შედეგად კი, ჩნდება დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარებიან.
თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანმა შესაძლოა, არაერთი ენერგეტიკული ნახვრეტი ატაროს, მაგრამ ამის შესახებ მას წარმოდგენაც არ ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია მათთვის, რომლებმაც საზოგადოებაში გარკვეულ მდგომარეობას მიაღწიეს. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და მათკენ მუდმივადაა მიმართული მოშურნეთა მზერა. ეს კი მოქმედებს მათ ბიოველზე და მძიმე დაავადებების მიზეზი ხდება. თუმცა, თუ ადამიანს ძლიერი და ინტენსიური ბიოველი აქვს, მასზე ავი მზერა გავლენას ვერ ახდენს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კოსმოსიდან მიღებულ ენერგიას, ორგანიზმში სუფთა სახით აგროვებენ. შინაგანი ძალა და სუფთა ბიოველი კი ადამიანის ორგანიზმს კარგად და საიმედოდ იცავს ბიოთავდასხმებისგან.