logo_geo
eng_logo
„ბატონი ბიძინა აგრძელებს იმ საქმიანობას, რაც პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო“
- +

30 მაისი. 2016. 15:02


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს გამოეხმაურა.



გია ჟორჟოლიანის თქმით, წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქ არის მოცემული ანალიზი იმ ვითარებისა და იმ გარდამტეხი წლების, რომელიც გავიარეთ.


ჟორჟოლიანის თქმით, ის გამოყოფდა რამდენიმე მონაკვეთს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია. კერძოდ, დეპუტატის თქმით, პირველი, რაშიც ის ბიძინა ივანიშვილს ეთანხმება, არის ის, რომ ჩვენი განვითარების მთავარი საყრდენი არის ჩვენი კულტურა, მეორე - ეკონომიკური და დემოკრატიული ვითარების ურთიერთობაზე მსჯელობა, მესამე - ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ იქნა ყველასთვის გაუმჯობესებული, შესაძლოა, დემოკრატიის მიღწევები აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ.



მნიშვნელოვანია ის იმედისმომცემი განწყობა, რომელიც ამ წერილიდან გამოსჭვივის და ეს იმედი ეყრდნობა არა პირადად ბიძინა ივანიშვილის გეგმებს და მიზნებს, არამედ ჩვენი ხალხის ძალას და უნარს. მგონია, რომ უკანდასაბრუნებელი გზა მართლა არ გვაქვს. ჩემი აზრით, წერილში კარგად არის საგარეო ფაქტორები და გლობალური საკითხები განხილული, შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ბიძინა ჩემი აზრით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობიდან წასული არ არის. ის წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ მას მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი აქვს და გარდა ამისა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრებების გამოთქმის უფლება და ვალდებულებაც კი, როცა საქართველო ასეთ მდგომარეობაშია. მგონია, რომ ბატონი ბიძინა აგრძელებს იმ საქმიანობას, რაც დაიწყო პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, და რასაკვირველია, არჩევნებში შესაძლოა უფრო აქტიური იყოს", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner