logo_geo
eng_logo
იოსებ გოგაშვილი: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს გუნდთან, ერთად გუნდის შიგნით, რა პოზიციაზე ვიქნები
- +

26 მაისი. 2019. 01:01

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში დღეს, მის მიერ დაკავებულ სამსახურებრივ პოზიციაზე ისაუბრა. მისი თქმით ის პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს და დაკავებულია შიდა პარტიული მონიტორინგით.

 

„სამსახური რომელსაც ვხელმძღვანელობ ძირითადად დაკავებულია შიდა პარტიული ანალიტიკით, მონიტორინგით და შიდა სტრუქტურული მონიტორინგით. ეს სამსახური არ შექმნილა ჩემი იქ გადასვლის შემდეგ, ეს სამსახური არსებობდა და მე შევუერთდი ამ სამსახურს, ანუ მე დავბრუნდი იქ საიდანაც დავიწყე. ეს არის ორგანიზაცია სადაც მე დავიწყე პოლიტიკაში ფეხის ადგმა და შევედი პარტიაში. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს გუნდთან ერთად გუნდის შიგნით რა პოზიციაზე ვიქნები“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner