logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში!
- +

30 მაისი. 2016. 15:05


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ელისო ჩაფიძის განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და კვლავ ბიძინა ივანიშვილის გუნდშია.



მე ვრჩები პოლიტიკაში, მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში. კონკრეტულად თუ სად იქნება ჩემი  გამოყენება საჭირო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში თუ რაიმე სხვა სფეროში, ამას დრო გვიჩვენებს, ამჟამად  კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა  ჯერჯერობითქართული ოცნების" არც საარჩევნო სია და არც მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა  გადაწყვეტილი არ გახლავთ, თუმცა, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვიმუშავებ ჩემს რეგიონზე,  იმიტომ რომ ამ ოთხი წლის განმავლობა ფაქტობრივად ტყიბულეების ცხოვრებით და მათი პრობლემებით ვიცხოვრე. ვიცი თითოეული მათგანის გაჭირვება და მომავალშიც  ვგეგმავ, რომ შეძლებისდაგვარად მათი პრობლემების გადაჭრით ვიყო დაკავებული. იმის მიხედვით, თუ რის გაკეთების საშუალებას მომცემს ჩემი სტატუსიზოგადად ვფიქრობ, რომ მაორიტარი  დეპუტატის სტატუსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან სრულყოფილად განახორციელოს  ის ვალდებულებები, რომლებსაც საზოგადოების წინაშე იღებს, რადგანაც გარკვეული ლეგიტიმაცია იმ ამომრჩევლებიდან გამომინარე რომლებიც მას ხმას აძლევენ, სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის როგორც სოციალური დაცვის სისტემითაც. სხვა შემთხვევაში ეს ინსიტუტი სრულყოფილი ვერ იქნება", - აცხადებს ელისო ჩაფიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner