საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ელისო ჩაფიძის განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და კვლავ ბიძინა ივანიშვილის გუნდშია.
„მე ვრჩები პოლიტიკაში, მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში. კონკრეტულად თუ სად იქნება ჩემი გამოყენება საჭირო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში თუ რაიმე სხვა სფეროში, ამას დრო გვიჩვენებს, ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით „ქართული ოცნების" არც საარჩევნო სია და არც მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა გადაწყვეტილი არ გახლავთ, თუმცა, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვიმუშავებ ჩემს რეგიონზე, იმიტომ რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ტყიბულელების ცხოვრებით და მათი პრობლემებით ვიცხოვრე. ვიცი თითოეული მათგანის გაჭირვება და მომავალშიც ვგეგმავ, რომ შეძლებისდაგვარად მათი პრობლემების გადაჭრით ვიყო დაკავებული. იმის მიხედვით, თუ რის გაკეთების საშუალებას მომცემს ჩემი სტატუსი. ზოგადად ვფიქრობ, რომ მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან სრულყოფილად განახორციელოს ის ვალდებულებები, რომლებსაც საზოგადოების წინაშე იღებს, რადგანაც გარკვეული ლეგიტიმაცია იმ ამომრჩევლებიდან გამომდინარე რომლებიც მას ხმას აძლევენ, სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის როგორც სოციალური დაცვის სისტემითაც. სხვა შემთხვევაში ეს ინსტიტუტი სრულყოფილი ვერ იქნება", - აცხადებს ელისო ჩაფიძე.