logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
- +

30 მაისი. 2016. 15:22


საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.


სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:

1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის;

2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;

3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში.



ამ კონტექსტში საუბარი შეეხება ხურჩაში ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის - გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხსაც.


ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. მას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ესწრებიან, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner