logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: „გერმანული მოდელი“ კანონად ვეღარ იქცევა
- +

30 მაისი. 2016. 15:22


საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ქანთარიას აზრით, აღნიშნული პროექტი სათანადო ხმებს ვეღარ მიიღებს, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა. საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კომიტეტებზე უკვე ჩავარდა. 


„კომიტეტებზე „გერმანული მოდელის"  ჩავარდნა არ ნიშნავს იმას, რომ ის აღარ გავა პლენარულ სხდომაზე, მაგრამ   მიღების შანსი აღარ არსებობს.  ამ პროქტის მოსურნეები სათანადო ხმებს ვეღარ მიიღებენ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოაცხადა. „გერმანული მოდელი" თეორიულ შანსაც კარგავს, რომ იქცეს კანონად" , - განაცხადა ქანთარიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner