logo_geo
eng_logo
26 მაისი ახალციხეში - სტუმრებს დაცული ტერიტორიების გაცნობის და ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ
- +

26 მაისი. 2019. 14:46

 

26 მაისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე იმართება.

 

ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

„26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს დღესასწაული. წელს, საზეიმო ღონისძიების კონცეფცია ცოდნის გაზიარებას ეფუძნება. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას ამ შინაარსით ახორციელებს. კიდევ ერთხელ, მიდა მივულოცო ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, წინსვლა და წარმატება ვუსურვო ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

 

26 მაისს, რაბათის ციხე რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად არის დაყოფილი. მოწყობილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. სკოლის მოსწავლეები მართავენ პრეზენტაციებს თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიები“.

 

ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდებიან ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები.

 

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება.

 

საგამოფენო სივრცეში ქართული თეატრის, კინოსა და მუსიკის შესახებ ინსტალაციები და გამოფენება გაერთიანებული. ეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენები.

 

გასართობ სივრცეში ასევე განთავსებულია საბავშვო კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-შემეცნებითი გასართობი აქტივობები და სპორტული შეჯიბრებები იმართება.

 

მთავარ სცენაზე კონცერტი მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ.

 

ზუსტად 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner