„ოდესელებს სააკაშვილი ხშირად უნახავთ კოკაინის „კაიფში", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა თოქ-შოუ „HARD TALK"-ში
საუბრისას განაცხადა.
დეპუტატმა ოდესის გუბერნატორისა და მისი საუბრის დეტალები გაიხსენა.
„სააკაშვილთან შეხვედრის დროს, მიშას ვურჩიე, რომ ნუ გავიდოდა ხალხთან შესახვედრად
ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ, რაზეც მან მითხრა, რომ იგი არ მოიხმარს ნარკოტიკებს. მაშინ მას თმის ღერი ვთხოვე. ვეუბნები, მიხო, მომეცი თმის ღერი და ვნახოთ, ხარ თუ არა ნარკომანი, რაზეც სააკაშვილმა უარი მითხრა", - განაცხადა ვადიმ რაბინოვიჩმა.