ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.