ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში მოწმის სახით თბილისის კერძო სკოლა „ალბიონის“ სკოლის 18 მოსწავლისა და ოთხი მასწავლებლის გამოკითხვა მიმდინარეობს.
სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანიდან ოთხ კილომეტრში, ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთ რთულ ბილიკზე მდებარე გურგენიანის ჩანჩქერზე ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მოსწავლეს, 16 წლის გოგონას მდინარის პირას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ისინი მდინარის კალაპოტზე ახორციელებენ მონიტორინგს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, სამძებრო სამუშაოები დილიდან გაგრძელდება, რომელშიც მყვინთავები ჩაერთვებიან.