logo_geo
eng_logo
რა მექანიზმებს იყენებენ სესხის ამომღები კომპანიები - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა!
- +

26 თებერვალი. 2016. 14:13



საფინანსო ინსტიტუტები პრობლემურ სესხებს გადასცემენ ე.წ. „ამომღებ კომპანიებს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა და რა ოდენობის ვალებზე ხდება ე.წ. „ამომღები კომპანიის" ჩართვა, თემაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის („აფბა") ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე „ალიასთან" საუბრობს:

 

„ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას დაბალი, შედარებით მცირე მოცულობის, სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში. როცა ბანკს უნდა საკუთარი თანხის ამოღება, მას აქვს ორი გზა. ერთი - წავიდეს სასამართლოში, შეიტანოს კლიენტის წინააღმდეგ სარჩელი და შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. თუმცა ბანკები არ მიდიან ამ ცივილიზებული გზით, დაიქირავებენ ხოლმე ისეთ კომპანიებს, რომლებიც აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ამ გზით იღებენ ფულს. სასამართლო პროცესი თავისთავად გრძელვადიანია. მოსამართლეებს ძირითად შემთხვევაში გამოქვთ განაჩენი, რის მიხედვითაც მევალემ უნდა გადაიხადოს კრედიტის ძირი თანხა, საპროცენტო განაკვეთი და ჯარიმის მხოლოდ 5%. კერძო აღმასრულებლები კი ხშირ შემთხვევაში, მუქარით და შანტაჟით ჯარიმებსაც ახდევინებენ! ეს ადამიანები ძირითადად ქუჩური გარჩევებით წყვეტენ საქმეებს, მეორე კუთხით - ვითომ კანონის მუქარით. ხალხს არ აქვს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია. ისიც არ იციან, რომ მუქარას არ უნდა წამოეგონ. არ უნდა შეეშინდეთ ტყუილისშემცველი მუქარების, მათთვის უმჯობესია, საქმე სასამართლოს გზით წავიდეს!

 

ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც პრობლემური კლიენტი ემორჩილება და შედის გარიგებაში ამომღებთან, ძირითად შემთხვევაში ხდება ზეპირი გარიგება. ეუბნებიან, რომ თუ გადაიხდის ძირს და პროცენტის ნაწილს, დანარჩენს აპატიებენ. კლიენტი იწყებს გადახდას და როდესაც მიდის სესხის დასრულებისკენ, რადგან ზეპირი შეთანხმება იყო, მას აუცილებლად უცვლიან პირობებს. რადგან შეტყუებული ჰყავთ მაქინაციებში, კლიენტიც მიჰყვება ბოლომდე. ამიტომ, თუ კლიენტი წავა და გაასაჩივრებს სასამართლოში, ზემოდან პროცენტის დარიცხვა შეწყდება!" - განაცხადა კუკულაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner