რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ყველაფერი, რაც ლარს ემართებოდა და ეროვნულ ბანკში ხდებოდა, იყო გიორგი ქადაგიძის „დამსახურება".
„მე არ დამიმალავს არასდროს და ზოგადად ხელისუფლება უფრო დიპლომატიური უნდა იყოს, ვიდრე კონკრეტულად მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მაგრამ ყველაფერი, რაც ლარს ემართებოდა და ეროვნულ ბანკში ხდებოდა, იყო ბატონი ქადაგიძის „დამსახურება". საბედნიეროდ, ამას ციფრებიც ადასტურებენ და დღეს ლარის პოზიციაც.
შეიძლება, ადამიანი გაცივდეს და სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა წამალმა უშველოს. ასევე მხოლოდ გაციება შეიძლება არ იყოს მიზეზი ავადმყოფობის. მე არ ვამბობ, რომ ერთადერთი ქადაგიძის პიროვნება იყო და ობიექტური არაფერი არსებობდა, მაგრამ ის, რაც ლარს დაემართა, ობიექტური ძალიან ცოტა იყო და სუბიექტური გაცილებით მეტი", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილის თქმით, ლარი უნდა დაცემულიყო 2014 წელს, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ასატანი და ნაკლებად შესამჩნევი და არა ისე კატასტროფული.