logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: ბიძინა ივანიშვილისადმი ნდობის ფაქტორი მეტია, ვიდრე ჩვენდამი
- +

31 მაისი. 2016. 03:30


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამომრჩეველს შეხვდეს და ესაუბროს იმაზე, რასაც საწინააღმდეგო ფერებში ხატავს „ნაციონალური მოძრაობა".



ჯავახიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებში გაიმარჯვებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვება.



გარწმუნებთ, რომ მისდამი ნდობის ფაქტორი მეტია, ვიდრე ჩვენდამი", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.



კითხვაზე, რა სტატუსით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში ყოფილი პრემიერი, ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.



რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს სტატუსი? - საქართველოს მოქალაქე, თავის ქვეყანაზე შეყვარებული, რომელსაც უზარმაზარი ამაგი აქვს ზოგადად ქართული სახელმწიფოს, მისი ისტორიის თუ კულტურის ძეგლების აღდგენა-შენარჩუნების ნაწილში და ასევე იმაში, რომ დღეს ჩვენ ხელისუფლება გვქვია. გაიკითხეთ მოსახლეობაში, თუ ვინმე ეკითხება ბატონ ბიძინას, თქვენ რა თანამდებობა გაქვთო, თუ არ გაქვთ, არ შეგხვდებითო, სტატუსი ძალიან ბევრ რიგ ადამიანს სჭირდება. დანარჩენ შემთხვევაში აქ პიროვნება მუშაობს და არა თანამდებობა", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner