logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: იმედი მაქვს, კომპანიასა და მაღაროელებს შორის მოლაპარაკებები დასრულდება ისე, როგორც ორივე მხარის ინტერესშია
- +

27 მაისი. 2019. 13:03

 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კომპანიასა და მშრომელებს შორის მოლაპარაკებები დასრულდება ისე, როგორც ორივე მხარის ინტერესშია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჭიათურელი მაღაროელების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კილაძე ამბობს, იზიარებს მშრომელების პოზიციას და იმედი აქვს, რომ მაღაროელების მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

 

„რა თქმა უნდა, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის მოთხოვნები, რასაც ეს ადამიანები აყენებენ. მათ უწევთ უმძიმეს პირობებში მუშაობა და შესაბამისად, უნდათ, რომ მათი ანაზღაურება იყოს ადეკვატური და იმ რისკის შესაბამისი, რომელსაც ყოველდღიურად გადიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ამ საქმის პულსზე ხელი დადებული, თუმცა ისინი არჩევენ ყოველგვარი მედიაციის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე თავად ესაუბრონ ამ კომპანიას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კომპანიასა და მშრომელებს შორის მოლაპარაკებები დასრულდება ისე, როგორც ორივე მხარის ინტერესშია. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ვიზიარებ სწორედ მშრომელების პოზიციას და იმედია მაქვს, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“,-  განაცხადა კილაძემ.

 

მეთერთმეტე დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს.  მაღაროელები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner