logo_geo
eng_logo
კახა კოჟორიძე: სააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუას, შს და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისათვის ზიანის ასანაზღაურებლად...
- +

27 მაისი. 2019. 14:25

 

მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს. როგორც ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის იშვიათია.

 

„დღეს მე და ჩემმა კოლეგამ ნუნუკა კვანტალიანმა, მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ: მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. მათ შორის, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია. ჩვენი სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს”,- წერს კოჟორიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner