logo_geo
eng_logo
ტყიბულში ნახშირის გარე მოპოვების კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა
- +

27 მაისი. 2019. 17:38

 

გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში ნახშირის გარე მოპოვების კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა.

 

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქნახშირში“ განუცხადეს, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა, მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ, ასევე კომპანიამ მიმართა შესაბამის უწყებებს, რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner