logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: არავინ იფიქროს, რომ ვინმეს ვინმესადმი ლტოლვას დევნის სახელმწიფო
- +

30 მაისი. 2016. 16:28


„კანონის დონეზე უნდა იყოს განსაზღვრულ, თუ რისგან შედგება ოჯახი. თუ ჩვენ დავაკვირდებით, ლიტერატურაში ეს ტენდენცია არასდროს ყოფილა, იმიტომ რომ არ გამოიწვევდა ეს თანაგრძნობას. მაგალითად, არ ყოფილა „რომეო და რომეო", „ჯულიეტა და ჯულიეტა", „იზოლდა და იზოლდა", -  ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა.



ქანთარია მიიჩნევს, რომ კანონში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ოჯახის დეფინიცია. მისი თქმით, არ შეიძლება სხვანაირ ოჯახში ჯანმრთელი ფსიქიკის ბავშვები გაიზარდონ.



„დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ ამერიკულ, იგივე კინემატოგრაფია იქნება ეს თუ სხვა, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია, ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამდაგვარი და ეს უკვე ითვლება მოდურად, ტენდენციებიც აქეთკენ მიდის, რომ შეიძლება რომეო და რომეო, ჯულიეტა და ჯულიეტა და პირიქით, ეს ითვლება ინოვაციად.

 

 

სწორია რომ გვინდა ამ კანონის მიღება. ერთსქესიანთა შორის ლტოლვა და მიზიდულობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ამ საუკუნის სენი, არც ამ საუკუნის პრობლემა. ეს მუდმივად მოდიოდა და არის კიდეც. ახლაც არავინ იფიქროს, რომ ვინმეს ვინმესადმი ლტოლვას დევნის სახელმწიფო. ეს მათი საქმეა.



ეს საკითხი გარკვეული შფოთის საფუძველს იძლევა ჩვენს ქვეყანაში და ბუნებრივია, საჭირო გახდა ამ საკითხის დასმა დღის წესრიგში. ამით პოლიტიკური ქულების მოპოვება არ გვინდა, რადგან გვინდა რომ ეს იყოს, მხოლოდ კანონის საფუძველზე და არ მოხდეს ამის ინტერპრეტირება სხვადასხვანარად.

 

 

არის ქვეყნები, სადაც არის კლიპები საბავშვო ბაღში, შემოდის მასწავლებელი და ამბობს - აბა, ვის ჰყავს ორი მამა? და უკრავენ ტაშს. შემდეგ გამოდის ისევ და კითხულობს - აბა, ვის ჰყავს ორი დედა? და ისევ უკრავენ ტაშს.

 

 

მე არ მგონია, ის ბავშვი გაიზარდოს ჯანსაღი და სრულყოფილი ფსიქიკის. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯიშს დ ჩვენს მომავალს", - განაცხადა ქანთარიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner