logo_geo
eng_logo
გია მაჭარაშვილი: ჩემი დონის კომპოზიტორს ღირსეულ ჰონორარს უნდა მიხდიდნენ
- +

27 მაისი. 2019. 18:20

 

„ჩვენს ხარჯზე ნუ ისქელებენ ჯიბეებს“, - ამის შესახებ კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი „ქართულ აზრთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„2003 წელს მეც ჩამოვაყალიბე მსგავსი კომპანია და კარგად ვიცი ეს სისტემა. გიგა კობალაძე ვერ დამაჯერებს, რომ იმდენი აგენტი ჰყავს, ყველა ობიექტზე დურბინდებით არიან ჩასაფრებულები და აღრიცხავენ, სად ვისი სიმღერა შესრულდა, კარგით რა... ძალიან გულნატკენი ვარ, დრო გადის... მე დამაკარგვინეს ის წლები, როდესაც შეიძლებოდა, დავეფასებინე ჩემი ქვეყნის საავტორო უფლებების ასოციაციას და მქონოდა ღირსეული შემოსავალი. რაც დრო გადის, ჩვენც გვემატება ასაკი, იცვლება გემოვნება და ვკარგავთ აქტუალობას. მე სიმღერის გარდა, სხვებისგან განსხვავებით, არც ბიზნესები მაქვს, არც წილები და არც ბინები, რომ გავაქირავო და იმ შემოსავლით ვიცხოვრო. ჩემი დონის კომპოზიტორს ნაწილობრივ მაინც უნდა მქონდეს ეს პრობლემები მოხსნილი და მიხდიდნენ ღირსეულ ჰონორარს, ჩვენს ხარჯზე ნუ ისქელებენ ჯიბეებს“, - განაცხადა გია მაჭარაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner