logo_geo
eng_logo
ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები გაფიცულ მაღაროელებს ხვდებიან
- +

27 მაისი. 2019. 18:24

 

ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და ალექსანდრე ბატიაშვილი ჭიათურაში ჩავიდნენ.

 

გაფიცული მაღაროელების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში იმართება. შეხვედრაში მონაწილეობს ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძეც.

 

ჭიათურაში მეთერთმეტე დღეა, მაღაროელების გაფიცვა  გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ჭიათურაში დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა.

 

მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადა აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა. მსახიობებმა მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლების დადგმაზე უარი განაცხადეს.

 

ამასთან, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, „კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner