„ჯორჯიან მანგანეზი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია“,- ნათქვამია განცხადებაში.