logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა მინდია სალუქვაძე და გალიტ ლუსკი დააჯილდოვა
- +

27 მაისი. 2019. 18:51

 

საქართველოში მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე  (სიკვდილი შემდეგ) ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

 

მინდია სალუქვაძე სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.

 

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და საქართველოში ჰუმანიტარული საქმიანობისათვის გალიტ ლუსკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 

გალიტ ლუსკი 2008 წლის ომის პერიოდში, საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის ისრაელელების დახმარებას უწევდა ორგანიზებას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner