logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს
- +

27 მაისი. 2019. 18:53

 

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ პარლამენტში სახალხო დამცველის ერთი წლის ანგარიშის მოსმენაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

სალომე შენგელიამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში პროცესი დასასრულს უახლოვდება, სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.

 

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ და, შესაბამისად, ეს პროცესი დასასრულისკენ მიდის და მალე ამ საქმეზე ჩვენ გვექნება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. მეორე მიმართულება გახლავთ სამსახურებრივი შემოწმება, რომელსაც გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია ატარებს და სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდეგ, უკვე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და, აგრეთვე, დაიწყება თუ არა გამოძიება იმ კონკრეტული სამოხელეო მუხლებით, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და მესამე მიმართულება, ეს გახლავთ დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა -განმარტების მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, დაგიდასტურებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის კოდექსის 350-ე მუხლით“, - აღნიშნა სალომე შენგელიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner