logo_geo
eng_logo
შალვა შავგულიძე: ბაჩო ახალაია, არ ვიცი, ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ, არის თუ არ ის პოლიტპატიმარი
- +

27 მაისი. 2019. 19:23

 

„ბაჩო ახალაია, არ ვიცი, ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ, არის თუ არ ის პოლიტპატიმარი“,- ასე უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას საარჩევნო ბლოკ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმრები. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, შავგულიძე პასუხობს, რომ ეს შედეგი „ქართული ოცნების“ არასამართლებრივმა ქმედებამ განაპირობა, რაც შემდგომ ევროსასამართლომ დაადგინა.

 

„ბაჩო ახალაია, არ ვიცი, ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ეს თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პატიმარ მერაბიშვილს დაურღვია კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავად ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ მის მიმართ გამოყენებული მოქმედებები არ იყო განპირობებული მართლმსაჯულებიდან გამომდინარე“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner