logo_geo
eng_logo
„ქორეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების სამუშაო ოთახებში ფარული მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს“
- +

30 მაისი. 2016. 16:29


„თავისუფლების ინსტიტუტმა" ამერიკელი სპეცსამსახურების დავალებით ყოფილი ხელისუფლების პირობებში საპატრიარქოსა და საქართველოს ყველა ეპარქიაში ფარული მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა - ამის შესახებ geworld.ge  წყაროზე დაყრდნობით წერს.


გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:



სწორედ ამერიკელთა უშუალო რჩევით დაამონტაჟეს საპატრიარქოსა და საქართველოს ყველა ეპარქიაში ფარული მოსასმენი აპარატურა. ამ საქმისთვის ინსტრუქტორი ამერიკიდან ჩამოვიდა, რადგან ქართულ სპეცსამსახურებს იმ ტიპის მინიატურულ მოსასმენ აპარატურასთან შეხება არ ჰქონდათ, რომლებიც ამერიკელებმა თან ჩამოიტანეს. ამ უღმერთო სპეცოპერაციას თავად თავისუფლების ინსტიტუტში" კოდური სახელიც დაარქვეს - აღსარება". ცხადია, ფორმალურად ამ ღონისძიებას ვანო მერაბიშვილი ახორციელებდა, თუმცა, რასაც ამერიკელები ეუბნებოდნენ, ვანო იმას აკეთებდა. ამ ინფორმაციის უტყუარობა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადასტურდა: 2012 წლის დეკემბერში საპატრიარქოდან გაჟონა ინფორმაციამ და ის  მედიითაც გავრცელდა, რომ საპატრიარქოში არა ერთ ადგილას და მათ შორის,  ქორეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების სამუშაო ოთახებში, თავად პატრიარქის სამუშაო და სასტუმრო ოთახებშიც კი, ფარული მოსასმენი აპარატურა  აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს", - წერია სტატიაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner