ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ბომბივით გასკდა ახალი ამბავი: აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი გაუძევებია მთავრობიდან იქაურ პრემიერს.
ყოჩაღ, თორნიკე!
რა პრინციპული ყოფილხარ პოსტიდან მინისტრის მ ო მ ხ ს ნ ე ლ ო!!!!
არადა, ყველა დეტალია გასარკვევი!
ყ ვ ე ლ ა!!!!
შეიძლება მინისტრიც გადასაყენებელი იყო... მით უმეტეს, რუსეთის დროშების ფრიალის ფონზე. უსიამო ფაქტია. აღმაშფოთებელიც, მაგრამ...
რაღაც, ვერ ებმება ერთმანეთს ოფიციალური ფაქტები და კომენტარი... აშკარაა: ჯერჯერობით(!!!) არავინ არის ღრმად ჩახედული მომხდარ შემთხვევაში. სამაგიეროდ, ვიღაცეებმა (რა თქმა უნდა, "პუბლიცისტკებმა") დასცხეს ტაში!
ამ ტაშმა უნდა დაგვაფიქროს! ამ ისტერიკამ და წივილ-კივილმა...
ჰოდა, ამ ფონზეა საკითხავი: რამდენად გამართლებულია მთავრობიდან გაძევება(!) რამდენიმე წლის პრაქტიკის მქონე მ ი ნ ი ს ტ რ ი ს ა?! ამ ფორმით, ასე უხეშად, კვირა (!!!) დღით, აშკარა პოლიტიკური მოტივაციით?!..
ასე სპონტანურად, ასე "პოკაზუხურად" მექრთამე ავტოინსპექტორებსც (!!!) არ ხსნიდნენ. წინათ! ახალგაზრდა პრემიერმა ეს თუ არ იცის, ახლობლებში გაიკითხოს! აუხსნიან, გაანათლებენ!
დავამატებდი, თანაც, ხაზგასმით: საკითხი ეხება არა ხოფის ბაზრობაზე მოქმედ რომელიმე გამყიდველს, არამედ ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს!
რ ა ტ ო მ, ვის ჭირდებოდა ასეთი ს ი ჩ ქ ა რ ე? თანაც, რა ფორმით? პირდაპირ გინესის წიგნშია შესატანი. ლუკაშენკოც კი ვერ მოიფიქრებდა ამას: პირდაპირ ქუჩაში გამოაცხადა პრემიერმა თავისი "ბრძნული" გადაწყვეტილება... მთელმა აჭარამ, მათ შორის მინისტრმაც ტელეეკრანიდან გაიგო ამბავი. ბრავო, რიჟვაძე!
ყოველივე მომხდარს სულ სხვა ელეფერი ხომ არ ახლავს?
თავიდან ხომ არ მოიშორეს ეს ქალბატონი(!!!!) ერთადერთი (!!!) ქალი (!!!) აჭარის მთელ მთავრობაში(!!!)... ჯენტლმენობის და მუშაობის უფაქიზესი სტილის ეტალონური მაგალითი გვაჩვენა ბატონმა"მეფისნაცვალმა"...
სწორედ ამ შემთხვევაზე ღაღადებს ანდაზა: მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო.
პირველად არ ვწერ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლამის თინეიჯერული ასაკის გახლავთ, ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილებით, ცოტა ენაშეუკავებელი და მოუზრდელოც (გაიხსენეთ ამასწინანდელი ფაქტი, როცა შეურაცხყოფა მიაყენა მოსახლეობის ერთ ჯგუფს: ძაღლი ყეფსო და...), ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს...
ვიმეორებ: ფაქტის მრავალმხრივი და საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, შესაძლოა, მინისტრი გადასაყენებელიც აღმოჩნდეს, მაგრამ ადამიანური, ტაქტის, კადრებთან ფაქიზი დამოკიდებულების აუცილებლობის კუთხით ეს ამ სტრუქტურებისთვის ასეთი "ორიგინალური" გადაწყვეტილება გამაოგნებელია.
სწორედ მსგავსი ადამიანებისადმი უსულგულო, უხეში დამოკიდებულების შედეგი იყო ის ცნობილი არეულობა ბათუმში, რამაც დაარბია და კინაღამ გადაწვა ქალაქი, ამ ორიოდე წლის წინათ.
ჭკუას ვერ ვსწავლობთ. სწორ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ. ისმება ლეგიტიმური შეკითხვა: ვის ხელშია ავტონომიური რესპუბლიკის მართვის სადავეები?..
პასუხი მე კი ვიცი, მაგრამ...
ერთი პაწია არალირიული გადახვევა: სამწუხაროდ, რატომღაც მომრავლდა პრემიერის ე.წ. მეგობართა, კლასელთა, ახლობელთა მხრიდან ცხვირაწეული, საზოგადოებისა და თანამშრომელთა მიმართ აგდებული, თავხედური დამოკიდებულების ფაქტები.
ნახეთ, რა ხდება რკინიგზის სფეროში... რას წერენ, რა ფაქტებს ამზეურებენ იქაური თანამშრომლები... ჟურნალისტები... მედია... ფეისბუკი!
რეაქცია?
ნულოვანი! სულ "ფეხებზე მკიდიხართო" - ასეთია იქაური ჭუჭულაშვილების პოზა...
ჰოდა, მაგ კუდაბზიკობის გამოა აფოფრილი ჭიათურა... ტყიბული... და სწორედ ასეთი იდიოტების (!!!!) არაკომპეტენტურობის და გონებაშეზღუდულობის გამო საყვედურობენ ადამიანები "ქართულ ოცნებას" და მის ლიდერებს.
რეკომენდატორების პასუხისგების დრო დადგა. და რაც მალე დაუსვამს წერტილს ამ ვითარებას "ოცნება", მით უკეთესი ქვეყნისთვის.